RSS : Articles / Comments


სტუმრად ტყის ფერიასთან
(პრეზენტაცია)
გაკვეთილის თემაა:მცენარე და მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილები.
გაკვეთილში ინტეგრირებულია შემდეგი საგნები: ბუნებისმცოდნეობა, მათემატიკა, ხელოვნება,გამოყენებულია ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ასევე ჩართულია მუსიკისა და ქართული ენის ელემენტებიც. გაკვეთილი ჩატარებულია მეორე კლასში.
გაკვეთილის მიმდინარეობა ნაბიჯ-ნაბიჯ
საგაკვეთილო განწყობის შესაქმნელად, ვთხოვე ბავშვებს მიმიკის საშუალებით გამოეხატათ თავიანთი განწყობა იმდღევანდელი ამინდისადმი, რაც ძალზე სახალისო აღმოჩნდა და მხიარული ნოტები შემოიტანა გაკვეთილზე.
მოგეხსენებათ, პატარებისთვის ზღაპრული სამყარო ყველაზე ახლობელი, საყვარელი და ადვილად აღსაქმელი თემაა. რადგან ჩვენი გაკვეთილის თემა მცენარეებს შეეხებოდა, ვიხელმძღვანელე ბავშვების უსაზღვრო ფანტაზიის უნარით და შევთავაზე გასეირნება წარმოსახვით ტყეში, სადაც, მათ ტყის ფერია ელოდათ.
გონებრივი იერიშის გამოყენებით მოსწავლეთა პასუხების საფუძველზე დაფაზე შევადგინე ასოციაციური რუკა, რის შედეგად მივიღე ზოგადი სურათი, რა იცოდნენ ბავშვებმა ტყისა და მისი ბინადრების შესახებ. პასუხები ძალზე მრავალფეროვანი აღმოჩნდა.
ბავშვებს ვთხოვე ყოფილიყვნენ ძალზე დაკვირვებულები და ყურადღებიანები, რათა თავად გამოეცნოთ იმდღევანდელი გაკვეთილის თემა.
მოსწავლეებმა შეასრულეს საკლასო სამუშაო მატემატიკაში ინდივიდუალურად. შინაარსში ძირითადად ფიგურირებდა მცენარეები.
შესრულებული ამოცანების სისწორე შემოწმდა დაფასთან გამოსული მოსწავლეების ნამუშევრების მიხედვით.
ამ აქტივობით განვამტკიცე ტექსტური ამოცანების ამოხსნისა და ლოგიკური აზროვნების უნარი.
ამოცანებში ნახსენები მცენარეების მაგალითებზე კითხვა-პასუხის მეშვეობით განვიხილეთ წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეები, ისაუბრეს მათ შორის მსგავსება-განსხვავებაზე, დაახასიათეს ისინი წელიწადის სხვადასხვა დროს. იმსჯელეს მათთვის ცნობილი მცენარეების ფოთლების ფორმებზე და შეადარეს ისინი გეომეტრიულ ფიგურებს.
მიღებული პასუხების შემდეგ პროექტორით ვაჩვენეთ სლაიდები, რომლებსაც ახლა თქვენ უცქერთ და სადაც თვალსაჩინოდ და ნათლად ჩანს, სწორედ ის პასუხები, რომლებიც მივიღეთ ბავშვებისგან. ამ აქტივობის შემდეგ ბავშვებს უკვე შეექმნათ წარმოდგენა მცენარის ძირითად შემადგენელ ნაწილებზე.
სლაიდების ჩვენება მიმდინარეობდა ჩაიკოვსკის “წელიწადის დროების” მუსიკის Fფონზე,რაც ხელს უწყობდა სასიამოვნო განწყობის შენარჩუნებას. მთელი გაკვეთილის განმავლობაში კითხვები დასმული იყო ტყის ფერიას სახელით. ეს გარემო სიხალისეს მატებდა ბავშვებს და თითოეული მათგანი ცდილობდა, რაც შეიძლება აქტიურად ყოფილიყო ჩართული გაკვეთილის პროცესში,რათა თავისი პატარა წვლილი შეეტანა ტყის ზღაპარში.
სლაიდების ჩვენების შემდეგ ბავშვებს ვთხოვე დაფიქრებულიყვნენ, რა შეიზლება ყოფილიყო დღევანდელი გაკვეთილის თემა?
ბავშვებმა თავად გააკეთეს დასკვნა, რომ გაკვეთილის თემა იყო მცენარეები.
შემდგომი სლაიდების მეშვეობით მათვის უფრო თვალსაჩინოდ და ნათლად წარმოვადგინე მცენარე და მისი
ძირითადი შემადგენელი ნაწილები
გაკვეთილის მიზანი იყო ბავშვებისთვის მცენარის ძირითადი შემადგენელი ნაწილების გაცნობა, ჩატარებული მუშაობის შემდეგ ბავშვებმა ადვილად შეძლეს მცენარის დახასიათება მისი ძირითადი ნაწილების მიხედვით. წყვილებში სამუშაოდ მივეცი პროექტორზე წარმოდგენილი ერთერთი მათთვის ცნობილი სურათი და ვთხოვე ამ მცენარის დახასიათება ცნობილი ნიშნების მიხედვით (როგორია ეს მცენარე, მაღალი თუ დაბალი, ნაყოფს ისხამს თუ არა, როგორი ფორმა აქვს მის ნაყოფს და ფოთლებს,შეედარებინათ გეომეტრიული ფიგურების ფორმებთან, და ა.შ.)
ყველა წყვილმა შეძლო მცენარის დახასიათება სრულყოფილად. რამდენიმემ შეძლო მაძთემატიკური ამოცანებით გამდიდრება თავიანთი ნამუშევარის.
შესწავლილი მასალის განმტკიცების მიზნით და ისევდაისევ ხალისიანი განწყობის შესანარჩუნებლად, მეორე გაკვეთილი დავიწყე თამაშით.ბავშვები გათვლით დავყავი ხუთ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს მცენარის შემადგენელი ნაწილის სახელი ჰქონდა შერჩეული. ეკრანზე რომელიმე მათგანის გამოჩენის შემთხვევაში წამოდგებოდნენ მხოლოდ ასეთივე სახელის მქონე მოსწავლეთა ჯგუფის წევრები. ეს თამაში სახალისოც აღმოჩნდა ბავშვებისთვის და ხელი შეუწყო ყურადღების მობილიზებას და მოსმენის უნარის განვითარებას.
თამაშის შემდეგ ბავშვები მიუსხდნენ კომპიუტერებს, სადაც სპეციალურად ამ გაკვეთილისთვის გამზადებული იყო პროგრამა რამდენიმე ეტაპად შესასრულებელი მათემატიკური ამოცანებით და მაგალითებით. შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად საჭირო იყო დავალების სწორად შესრულება. არასწორი პასუხის შემთხვევაში, მათ მოუწევდათ უკან დაბრუნება. ბოლო დავალებაში შეცვლილი იყო სხვადასხვა წელიწადის დროსთან დაკავშირებული წინადადებები. ამ წინადადებებზე სწორი პასუხის შემთხვევაში ისინი ხვდებოდნენ შესაბამის დროში, რომელთა დათვალიერების შემდეგ ამ თემაზე უნდა შეესრულებინათ კომპოზიცია (მიღებული ინფორმაციის საფუძველზე)
შემდგომი აქტივობა ---ჯგუფური მუშაობა. მოსწავლეები დაჯგუფდნენ იმ სეზონების მიხედვით, რომელ დროშიც მოხვდნენ კომპიუტერთან მუშაობისას.
მუშაობის დაწყებამდე მათ მიეცათ მითითება, რომ შეეძლოთ გამოეყენებინათ ნებისმიერი მათთვის ცნობილი და მიღებული ინფორმაცია ნებისმიერი საგნიდან, აგრეთვე ცალკე მაგიდაზე გამზადებული მასალა(სხვა გაკვეთილებზე გამოჭრილი აპლიკაციები და სხვა.)
ჯგუფური მუშაობა მიმდინარეობდა ისევდაისევ ჩაიკოვსკის მუსიკის ფონზე, რაც მუშობისთვის სასიამოვნო გავწყობას ქმნიდა.
მუშაობაში აქტიურად იყო ჩართული ყველა ბავშვი, თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან,…
ბოლოს მოეწყო ნამუშევრების გამოფენა. ყველაზე უფრო მეტად მოწონება დაიმსახურა შემოდგომამ. ზამთარს შეახსენეს- ყველაზე მთავარი, თოვლის ბაბუა დაგავიწყდათო.
საინტერესო გაკვეთილით ყველა კმაყოფილი დარჩა, განსაკუთრებით ტყის ფერია, რომელიც დაპირდა ბავშვებს, რომ კვლავ მიიწვევდა მათ თავის სამფლობელოში,მისი ბინადრების უკეთ გაცნობის მიზნით. ბავშვებმა კარგად შესრულებული სამუშაოსთვის შექება და მადლობა დაიმსახურეს.
ყველა დავალებას ბავშვებმა არაჩვეულებრივად გაართვეს თავი. შეძლეს შეძენილი ცოდნის გამოყენება, მოახდინეს ისტ-ის საშუალებების მარჯვედ გამოყენების დემონსტრირება, შესწავლილი თემების გახსენება, შესაბამისი ფერებით ასახეს წელიწადის დროები, გადმოსცეს თავიანთი შთაბეჭდილებები ნამუშევრებში, რომლის შექმნისას შეძლეს სახვითი ხელოვნების პრინციპებისა და ელემენტების გამოყენება.


ინტეგრირებული გაკვეთილი დაწყებით კლასში (II კლასი)


(ბუნებისმეტყველება; მათემატიკა; ხელოვნება; ისტ)

გაკვეთილის თემა მცენარეები და მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილები
სწავლების საფეხური / ინტეგრირებული საგნები II კლასი. Bბუნება; მატემატიკა; ხელოვნება;

მოსწავლეთა პროფილი
18 მოსწავლე

აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები

ბუნება

მიზანი: მცენარეთა ნაწილების გაცნობა, დაკვირვებისა და შედარების უნარის განვითარება.
შედეგი: აღწერენ მცენარეს მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილების მიხედვით, დააკვირდებიან, შეადარებენ და დაახასიათებენ მცენარეებს სეზონების მიხედვით.

მათემატიკა

მიზანი: განამტკიცონ ათეულზე გავლით ორნიშნა რიცხვებზე გამოთვლითი უნარ-ჩვევები, გაიწაფონ ტექსტური ამოცანების ამოხსნასა და თვლა-ანგარიშში.

შედეგი: შეასრულებენ ორნიშნა რიცხვების შეკრება-გამოკლებას, გამოიყენებენ რიცხვებსა და მათზე მოქმედებებს გამოთვლაზე ამოცანების ამოხსნისას.

ხელოვნება
მიზანი: მეხსიერების, დაკვირვების უნარის გავარჯიშება, განვლილი მასალის გამოყენება.
შედეგი: შესაბამისი ფერებით ასახავენ წელიწადის დროებს, დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებს და ამისათვის გამოიყენებენ სახვითი ხელოვნების პრინციპებს და ელემენტებს ნამუშევრის შექმნისას.
ისტ
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი /ინდიკატორები ბუნება_ბ.II.1 ბ II.8
მათემატიკა_ II კლ. 2.2 3.1 5.1 5.2 5.3 7.1
ხელოვნება_ ს.გ.II.1 ს.გ. II.3 ს.გ. II.4 ს.გ. II.2 ს.გ. II.7

თანმიმდევრობა
მოთელვა 3წთ
გამოწვევა
2 წთ
მთელი კლასი
გონებრივი იერიში მონაწილეობს მთელი კლასი
5 წთ
საკლასო სამუშაო
მთელი კლასი
5 წთ
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი 10 წთ
გონებრივი იერიში
10 წთ
საკლასო სამუშაო წყვილებში მუშაობა
10წთ
კოპიუტერთან მუშაობა
10 წთ
ჯგუფური მუშაობა
20წთ

I გაკვეთილი
საკლასო ოთახში გამოფენილია, ტყის ამსახველი სურათები და ფოტოები. პროექტორით საჩვენებლად გამზადებულია სლაის-შოუ.
1. მივესალმოთ ბავშვებს, ვთხოვოთ დაწერონ რვეულებში რიცხვი და თვე.
შევუქმნათ ბავშვებს საგაკვეთილო განწყობა.
მასწავლებელი: გაიხედეთ ფანჯარაში. როგორი ამინდია დღეს?
ვთხოვთ მიმიკით გამოხატონ თავიანთი განწყობა ამინდის მიმართ. (თუ კარგი ამინდია მხიარულ სახეს მიიღებენ, თუკი ცუდი_მიმიკაც შესაბამისი იქნება)
ჩვენ გაკვეთილზე დღეს სტუმრადაა ტყის ფერია, რომელიც წარმოსახვით ტყეში გასეირნებას გვთავაზობს. სლაიდი #1
დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ ხართ ტყეში.
მოსწავლეები ხალისით ასრულებენ დავალებას.
მასწავლებელი დასვამს კითხვებს: რას ხედავთ ტყეში? რა ვიცით ტყის შეახებ? . . .
მოსწავლეების პასუხების საფუძველზე შედგება ასოციაციური რუკა.
დღეს სწორედ ერთ-ერთი მადგანის უკეთ გაცნობაში დაგვეხმარება ტყის ფერია, ეს იქნება ჩვენი გაკვეთილის თემაც და თუ რას შეეხება ის, ამას ცოტა ხანში თქვენ თვითონ მიხვდებით.
ამ კითხვაზე სწორი პასუხის საპოვნელად, ფერიამ მოგიმზადათ ამოცანები და კითხვები.
ვთხოვთ ბავშვებს გადაშალონ მათემატიკის რვეულები და ამოხსნან ამოცანები. (ამოცანები დაფაზეა)
1. ფიჭვი მუხაძე მაღალია, მუხა წიფელაზე მაღალია. რომელია უფრო მაღალი ფიჭვი თუ წიფელა? (ფიჭვი)
2. ნაძვის ტოტზე 17 გირჩი იყო. ჩამოვარდა 9 გირჩი. რამდენი გირჩი დარჩა ნაძვის ტოტზე? (17-9=8 პას: 8 გირჩი)
რომელი მცენარე იყო ნახსენები ამ ამოცანაში?
(ჩამოთვლიან: ფიჭვი, მუხა, წიფელა, ნაძვი)
დაათვალიერეთ საკლასო ოთახში გამოფენილი სურათები და მოძებნეთ და მოძებნეთ თუ გვხვდება ამ სურათებში ისეთი მცენარე, რომელიც ზამთარშიც არ იხდის მწვანე კაბას? (ნაძვი)
როგორია ეს მცენარეები? (მარადმწვანე მცენარეები)
კიდევ თუ იცით რომელიმე მარადმწვანე მცენარე?
როგორი ფოთლები აქვს ნაძვს? (წიწვები)
იცით რა ჰქვია ასსეტ მცენარეებს? (თუ ვერ უპასუხებენ, ვეტყვით რომ ესაა წიწვოვანი მცენარეები) სლაიდი @# 3, 5
რით განსხვავდება მუხა ნაძვისგან? რა მოსდის მუხას ზამთარში? რა ჰქვია ასეთ მცენარეებს?
სხვა მცენარეებს რა მოსდის ზამთარში? (თუ გაუჭირდებათ პასუხის გაცემა ვეტყვით, რომ ასეთ მცენარეებს ფოთლოვანი მცენარეები ჰქვია.)
სლაიდი #6, 7, 8, 9
ამ სლაიდების საშუალებით ბავშვები თვალსაჩინოდ ეცნობიან წიწვოვან და ფოთლოვან მცენარეებს, როგორი ფოთლები და ნაყოფი აქვთ მათ, მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აკეთებს კომენტარებს, ადარებენ მცენარეებს წელიწადის სხვადასხვა დროს, ახასიათებენ მათ.)
ფიზკულტურული წუთები
რომელი სიტყვა ვახსენეთ ყველაზე ბევრჯერ ამ გაკვეთილზე და რა არის ის, რის გარეშეც ტყე წარმოუდგენელია? მოსწავლეთა მრავალრიცხოვან პასუხებში აუცილებლად იქნება – მცენარეები.
დიახ! დღევანდელი გაკვეთილის თემაა: მცენარეები და მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილები.
ამ თემის ადვილად გასაგებად ჩვენ გვაქვს სქემა, რომლის საშუალებითაც უნდა გაგაცნოთ მცენარე და მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილები. ვაჩვენოთ სლაიდი #2 (ფესვი, ღერო, ფოთოლი, ყვავილი, ნაყოფი.)
დააკვირდით სლაიდს და ჩამოთვალეთ რომელი ნაწილისგან შედგება მცენარე.
მასწავლებელი დასვამს კითხვას: რა ჰქვია იმ ძირითად ნაწილს რომელსაც ვერ ვხედავთ, მაგრამ მის გარეშე მცენარე ვერ იარსებებს? (ფესვი)
სლაიდი #10
დასკვნას გააკეთებენ თვითონ – მცენარეთა ძირითადი შემადგენელი ნაწილებია: ფესვი, ღერო, ფოთოლი, ყვავილი, ნაყოფი.
შემდგომ გაკვეთილზე თვითოეულ მათგანს და მათ მნიშვნელობას განვიხილავთ ცალ-ცაკე.
ვაჩვენოთ მოსწავლეებს სლაიდი # მუხა ცალკე
რომელი ძირითადი ნაწილებისგან შედგება ეს მცენარე და რა იცით მის შესახებ? მასწავლებელი დასვამს კითხვას: მცენარის რომელი ნაწილი არ ჩანს? (ფესვი)
დაახასიათონ ეს მცენარე მათთვის ცნობილი ნიშნების მიხედვით. (მაღალია თუ დაბალი, როგორი ფოთლები აქვს, ნაყოფს ისხამს თუ არა და ა.შ.) ამოცანა
ერთი მოსწავლე წაიკითხავს, სხვები ეხმარებიან ინფორმაციის შევსებაში.
ტყის ფერიას ძალიან მოეწონა თქვენი მუშაობა და შემდეგ გაკვეთილზე ახალ სურპრიზებს გპირდებათ.
შევისვენოთ და განვაგრძოთ მუშაობა.
შესვენება გაკვეთილებს შორის
II გაკვეთილი
გაკვეთილის დასაწყისში გავახსენოთ ბავშვებს გაკვეთილის თემა და რა ისწავლეს ამ გაკვეთილზე.
ტყის ფერიას ძალი8ან უნდა, რომ თქვენ მოხვდეთ მის სამფლობელოში და დაათვალიეროთ როგორ გამოიყურება მცენარეები წელიწადის სხვადასხვა დროს, მაგრამ ბუნების ამ ულამაზეს ოთხ სამყაროში შესასვლელი კარი ტყის ბოროტმა ჯადოქარმა მოაჯადოვა. ტყის ფერიას იმედი აქვს, რომ თავის სამეფოში დაბრუნებაში დახმარება მხოლოდ თქვენსავით საზრიან და ჭკვიან ბავშვებს შეუძლია,. დაეხმარებით ტყის ფერიას?
ამისათვის ყურადღებით უნდა წავიკითხოთ დავალება და სწორად უნდა შეასრულოთ იგი. იმედი მაქვს ყველა თქვენგანი დაეხმარება ფერიას ამ სილამაზის დაბრუნებაში. მზად ხართ?
ბავშვები მიუსხდებიან კომპიუტერებს.
პროგრამა
კომპიუტერზე გამზადებულია პროგრამა, რომელშიც მოცემულია მათემატიკური ამოცანები და მაგალითები რამდენიმე ეტაპად. შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად მოსწავლემ უნდა იპოვოს სწორი პასუხი.
ბავშვები მუშაობენ კომპიუტერთან.
ბოლო დავალებაში შეცვლილია წელიწადის დროებთან დაკავშირებული წინადადებები და მოსწავლეები წელიწადის სხვადასხვა დროებში ხვდებიან.
ფიზკულტურული წუთები
ვთხოვთ დაჯგუფდნენ სეზონების მიხედვით და შეასრულონ კომპოზიცია წელიწადის იმ დროსთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც ინფორმაცია შეაგროვეს ზღაპრულ სამყაროშიY(მაგიდაზე განთავსებული მასალა აირჩიონ საჭიროების მიხედვით) შეძლებისდაგვარად მიაწერონ ლექსი ამ სეზონის შესახებ.
მოვაწყოთ ნამუშევრების გამოფენა.
ტყის ფერიას ძალიან მოეწონა თქვენი ნამუშევრები და გადაწყვიტა შემდეგ გაკვეთილებზე კვლავ მიგიწვიოთ თავის სამფლობელოში.
მოგეწონათ დღევანდელი გაკვეთილი? გსურთ თუ არა ტყის ფერიასთან კვლავ სტუმრობა?
მაშ, მომავალ შეხვედრამდე!

შეფასება შეფასება ხდება კომენტირებით

,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

მასალა (ტექსტის გააზრება)
გოგონა და ყაჩაღები
გოგონა მინდორში ძროხას მწყემსავდა. ის ყაჩაღებმა გაიტაცეს და წაიყვანეს ტყეში. უბრძანეს: საჭმელი გაგვიკეთე და დაალაგეო. ყაჩაღები სადმე რომ მიდიოდნენ, გოგონას სახლში კეტავდნენ.ერთხელაც, როცა წავიდნენ, გოგონამ ჩალა მოიტანა, დედოფალა გააკეთა, თავისი კაბა ჩააცვა და ფანჯარასთან დასვა. თვითონ კი თაფლით მოითხვარა, ბუმბულში ამოიგანგლა, ფრინველს დაემსგავსა და გაიქცა. გზაზე ყაჩაღები შეხვდნენ. მათ გოგონა ვერ იცნეს და ჰკითხეს:_საფრთხობელავ, ჩვენი გოგონა რას აკეთებს?
საფრთხობელამ მიუგო:_თქვენი გოგონა ალაგებდა, ახლა ზის და ყაჩაღებს ელოდება.
ყაჩაღები სახლთან მივიდნენ, დაინახეს, რომ სარკმელთან ვიღაც იჯდა და უთხრეს:_ გამარჯობა გოგონი, კარი გაგვიღე.გოგონამ სალამზე არ უპასუხა. ყაჩაღებმა დედოფალას ლანძღვა-გინება დაუწყეს, კარი შეანგრიეს და ხელში გოგონას ნაცვლად ჩალის თოჯინა შერჩათ.
ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი და უპასუხეთ კითხვებს: 1) რისგან გააკეთა გოგონამ დედოფალა?2) რატომ უწოდეს გოგონას საფრთხობელა ყაჩაღებმა?

3) როგორ დაახასიათებდით გოგონას? ყაჩაღებს?

,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,





,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,






ტრენინგის მასალა


ბიჰევიორიზმი

სწავლა ადამიანის უნარების ურთულესი ასპექტია და ჯერ კიდევ არ არის მთლიანად შესწავლილი. არსებობს სწავლის პროცესის ამხსნელი მრავალი ალტერნატიული თეორია. ერთერთი ასეთი თეორიაა ბიჰევიორიზმი. სიტყვა “ბიჰევია” ნიშნავს ქცევას და აქედან გამომდინარე, ეს თეორია ქართულ ფსიქოლოგიაში “ქცევათმეცნიერების” სახელითაა ცნობილი.
ბიჰევიორისტები თვლიან, რომ რამდენიმე რეფლექსის გამოკლებით, ადამიანი დაბადებისას სუფთა დაფას წარმოადგენს. დროთა განმავლობაში გარემო ხელს უწყობს ადამიანის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების ჩამოყალიბებას. ადამიანები სწავლობენ და ამჟღავნებენ ქცევებს, რომლებსაც მათი აზრით, მათთვის სასურველი შედეგი მოაქვს.
ბიჰევიორისტული სწავლის მეთოდის მიხედვით, მოსწავლე მიჩნეულია ცოდნის პასიურ მიმღებად. მასწავლებელი განსაზღვრავს სასწავლო აქტივობებს, მათი განხორციელების ტემპს და თავად აფასებს შედეგებს. საგნის შინაარსი წინასწარ განსაზღვრულია, ლოგიკური თანმიმდევრობით ხდება მისი გადაცემა, მასწავლებელი მკაცრად აკონტროლებს კლასს. მოსწავლეს მოეთხოვება მოსმენა ანუ მასწავლებელი არის გადამცემიც, მაკონტროლებელიც და შემფასებელიც. ასეთი სწავლება მასწავლებელს უადვილებს ახსნისა და გაკვეთილის წარმართვის პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ ხდება საგნისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გადაცემა მოსწავლეებისათვის, ამ ტიპის სწავლებისას არსებობს სხვადასხვა სირთულე. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, ის, თუ როგორ ხდება მოსწავლეების მიერ მასალის ათვისება. რაც არ უნდა ამომწურავად ვასწავლიდეთ მოსწავლეს საგანს, თუ მან ის ვერ დააკავშირა ყოველდღიურ გამოცდილებასთან, საგნის შესწავლის ხარისხი მცირდება.
ბიჰევიორისტული თეორიის მიხედვით, არსებობს მეტად საინტერესო მოსაზრება სწავლაში სტიმულის, საპასუხო რეაქციისა და შესაბამისი ქმედების შესახებ ანუ აქცენტი თვალსაჩინო მოვლენებზე, თუ რომელი კონკრეტული სტიმული ახდენს გავლენას მოსწავლეთა ქცევაზე. . მოსწავლეები უფრო ეფექტურად სწავლობენ, როცა სტიმული და საპასუხო ქცევა დროში თანმიმდევრულია.
ლექსო წყნარი ბავშვია. როცა ის ხელს მაღლა სწევს, მასწავლებელი მას ყოველთვის იძახებს.
ამ სიტუაციაში ხელის აწევას (მოსწავლის ქცევა) მასწავლებლის მიერ მოსწავლის გამოძახება მოსდევს.(საპასუხო ქმედება) ეს კი სტიმულია ბავშვისათვის. ლექსომ ისწავლა, რომ უნდა იაქტიუროს და იგი ასე გააგრძელებს ამ ქცევის გამოყენებას, რადგან ამით მან მასწავლებლის ყურადღება მიიპყრო.
მასწავლებელი, რომელიც მხოლოდ მაშინ აქებს მოსწავლეებს, როცა ისინი კარგად იქცევიან, სასურველ ქცევას ამტკიცებს და აძლიერებს. ხოლო მასწავლებელი, რომელსაც მოსწავლის მასხრობაზე ეცინება, ამტკიცებს მოსწავლის არასასურველ ქცევას. მოსწავლეებს წინასწარ უნდა ავუხსნათ რა ქცევები უნდა ისწავლონ და გამოამჟღავნონ. განმამტკიცებელი სტიმულის გამოყენება ეფექტურია, მაშინ, როცა იგი თითოეულ მოსწავლეზე ინდივიდუალურადაა მორგებული.
იმ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლეები არ ამჟღავნებენ სასურველ ქცევას, უნდა გამოვიყენოთ გარეგანი სტიმულები ზომიერად, რათა ეფექტურობა არ დაკარგოს. მოსწავლეებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, რომელი ქცევა რა შედეგს იწვევს. პერიოდულად უნდა შეფასდეს მოაქვს თუ არა სასურველი შედეგები ჩვენს მიერ გამოყენებულ სტიმულებს.
როცა მოსწავლეები იშვიათად ან საერთოდ არ ამჟღავნებენ სასურველ ქცევებს მასწავლებელმა უნდა მოახდინოს ქცევის ფორმირება, რომელიც მოსწავლის საპასუხო ქცევას განამტკიცებს და მიუახლოებს სასურველ ქცევას. მოსწავლეები უფრო გამოავლენენ სასურველ ქცევებს, თუ რეგულარულად შევახსენებთ, როგორ ქცევებს ველოდებით მათგან.
როგორ შეიძლება შევამციროთ და აღმოვფხვრად არასასურველი ქცევები, რომელიც ხელს უშლის საგაკვეთილო პროცესს??
ამისათვის არსებობს რამდენიმე სტრატეგია: გაქრობა, მითითება, დასჯა.
თუკი მასწავლებელი შეძლებს ყველა განმამტკიცებელი სტიმულის მოშორებას, არასასურველი ქცევისა სიხშირე იკლებს და ქრება. იგი გაქრება, თუ ყველა განმამტკიცებელ სტიმულს მოვაშორებთ
მასწავლებელს შეუძლია შეახსენოს მოსწავლეს თუ რა არის მისაღები საქციელი და დაანახოს, რა არის სასურველი ქმედება, ასევე შეუძლია მიუთითოს ჟესტით, მიმიკით, შეიძლება სიტყვიერადაც სახელის ხმამაღლა წარმოთქმით და მითითებით. არასასურველი ქცევის სიხშირის შემცირება, შეიძლება სასურველი ქცევის სტიმულით განმტკიცებით.
დასჯა არის შედეგი, რომელიც მოქმედების სიხშირეს ამცირებს ბევრი ბიჰევიორისტი თვლის, რომ სასჯელი ქცევის შეცვლის არაეფექტური მეთოდია. მან შეიძლება დროებით ჩაახშოს ქცევა, მაგრამ ვერ შეძლებს მთლიანად აღმოფხვრას. მათი აზრით მასწავლებლმა ყურადღება უნდა მიაპყროს სასურველი ქცევის განმტკიცებას და არასასურველი ქცევის დასჯას. ის ბიჰევიორისტებიც კი, რომლებიც თვლიან, რომ სასჯელი შეიძლება ეფექტური იყოს, გირჩევთ, სასჯელი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენოთ თუ სასურველი ქცევის განმტკიცებას ვერ შევძლებთ. როცა დასჯა აუცილებელია, ის უნდა იყოს რბილი.
ბიჰევიორისტების თეორიის მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოყენება აქვს მოსწავლის ქცევის მართვაში. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ აქ უგულებელყოფილია მოსწავლის, როგორც აქტიური პიროვნების როლი საკუთარი ქცევის რეგულაციაში .


სიტუაცია

მასწავლებელი შედის გაკვეთილზე, კითხულობს სიას. იწყებს გაკვეთილსის გამოკითხვას. ნაწილი მოსწავლეებისა ჩვეულებრივ სწევეს ხელს. ნაწილი კი ზედმეტად აქტიურობს და რაც შეიძლება ენერგიულად აქნევს ხელს. რამდენიმე აჯავრებს ბავშვებს, ქაღალდებს ისვრის. მასწავლებელი ახსენებს მოსწავლეებს, მათ მიერ შემუშავებულ ქცევის წესებს, იძახებს იმ მოსწავლეებს, რომლებიც ზედმეტად აქტიურები არიან და აფასებს მათ. შემდეგ მადლობას უხდის მოსწავლეებს კარგი ქცევისათვის და იწყებს ახალი გაკვეთილის ახსნას. გაკვეთილის ბოლოს სვამს კითხვას: კითხვები ხომ არა გაქვთ ახალი მასალის ირგვლივ? იქნებ რაიმე ვერ გაიგეთ? არცერთი ბავშვი ხელს არ სწევს. მასწავლებელი ამბობს: ძალიან კარგი მიხარია, რომ თქვენ ყველაფერი ასე ადვილად გაიგეთ.
ყურადღებით წაიკითხეთ და იმსჯელეთ:
თქვენ, როგორც პედაგოგი:
რას შეცვლიდით ამ გაკვეთილის მსვლელობაში?
რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ?

5 комментариев:

maruska комментирует...

gamarjoba dali! momcons tqveni mushaoba, gansakutrebit integrirebuli gakvetilebi,sainteresod ukavshirebt sagnebs ertmanets. carmatebebs gisurvebt. marina rexviashvili.(47-e skola)

ელენე ბეთლემიშვილი комментирует...

ვნახე თქვენი ნამუევრები-ბლოგები, პორტფოლიო, ინტეგრირებული გაკვეთილები... და ძალიან, ძალიან მომეწონა... მე მოხიბლული ვარ თქვენი მუშაობით და აქტიურობით! სიამოვნებით მოვისმენდი თქვენგან რჩევებს. რამაც დამაინტერესა ეს იყო პორტფოლიოს ფორმატი ანუ შაბლონი...
ელენე ბეთლემიშვილი.გორის მესამე საჯარო სკოლის დაწყ. კლასის პედაგოგი

დალიკა комментирует...

მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო!
მადლობას მოგახსენებთ თბილი სიტყვებისთვის.სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას. თუკი ეს დაგჭირდებათ მომწერეთ. მეც თქვენსავით გავიარე ეს ტრენინგი, დამაინტერესა და ყველაფერი მგონი კარგად გამომდის. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ კარგი იყოს.იმედი მაქვს თქვენც არანაკლები ბლოგების შექმნას შეძლებთ.
პატივისცემით დალიკა

gveneee комментирует...
Этот комментарий был удален автором.
nino kajaia комментирует...

დალი,გამარჯობა!როგორ ხართ?ხშირად ვტუმრობ თქვენს ბლოგს ძალიან საინტერესო ნამუშევრებია.ბავშვების ჩანახატები ძალიან მომეწონა.
ტესტებს თავისი პასუხებით თუ დადებთ უფრო კარგი იქნება,რომ მივხვდე სწორად ვცემ პასუხს თუ არა.
გმადლობთ და გკოცნით!
ნინო ქაჯაია