RSS : Articles / Comments


სადამრიგებლო პროგრამა
ყველა კლასს თავისი დამრიგებელი ჰყავს. სასურველია, რომ დამრიგებელი ასწავლიდეს
თავის სადამრიგებლო კლასს.
დამრიგებელს ევალება:
 მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში;
 მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა პრობლემების
წარმოქმნის შემთხვევაში;
 მშობლებისთვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა
მინიმუმ თვეში ერთხელ;
 საკუთარი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის
ყოველდღიური შემოწმება და მოსწავლეთა დასწრების შესახებ ინფორმაციის
ყოველკვირეულად ასახვა სკოლის ოფიციალურ დოკუმენტში;
 მოსწავლის მიერ საპატიო გაცდენის თაობაზე მიღებული შეტყობინების ასახვა
სკოლის ოფიციალურ დოკუმენტში;
 სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების
ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შედეგად
მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;
 თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის
შემთხვევაში, ამ მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე
დასწრების შესახებ ინფორმაციის მოსწავლის მიმღები სკოლისათვის
მიწოდების უზრუნველყოფა.
 ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება.
დამრიგებელი ინდივიდუალური
შეხვედრების დროს უნდა აცნობდეს
მშობლებს შვილის მოსწრების
საკითხებს. დაუშვებელია ერთი
მოსწავლის ყოფაქცევისა და
აკადემიური მოსწრების შესახებ მეორის
მშობელთან ან მის თანდასწრებით
საუბარი. თუ მოსწავლე სკოლას
აცდენს, დამრიგებელი ვალდებულია
გაიგოს გაცდენის მიზეზი ყოველი ასეთი
შემთხვევისას. ყოველივე ამის
მისაღწევად აუცილებელია, რომ
დამრიგებელი პერიოდულად
ეკითხებოდეს საგნების მასწავლებლებს
მისი სადამრიგებლო კლასის
მოსწავლეების აკადემიური მოსწრების,
პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი
წარმატებების შესახებ. დამრიგებელი
ასევე პასუხისმგებელია ყოველი
ტრიმესტრის და წლის ბოლოს თავისი
სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების
ნიშნების დროულად და ზუსტად
შეტანაზე სასკოლო ნიშნების
ფურცელში, სადაც ხდება ამ ნიშნების
აღრიცხვა.
სასწავლო წლის დასრულებისას,
დამრიგებელმა უნდა გააკეთოს
სადამრიგებლო კლასის თითოეული
მოსწავლის ნიშნების, დასწრებისა და
ქცევის ანალიზი ინდივიდუალურად.
სკოლა ვალდებულია დაიცვას
შედგენილი ანალიზის
კონფიდენციალურობა. იმ შემთხვევაში,
თუ მოსწავლის საშუალო წლიური
ნიშანი 5.5-ზე დაბალია, დამრიგებელი
ვალდებულია, გააფრთხილოს მშობელი
და მოსწავლე შემდეგ სასწავლო
წლებში, მოსწავლის მიერ (თუ ეს არ
არის საფეხურის ბოლო კლასი)
მნიშვნელოვანი პროგრესის
აუცილებლობის თაობაზე, რათა
მოსწავლემ შეძლოს საფეხურის
წარმატებით დასრულება. სასურველია
დამრიგებელმა სასწავლო წლის ბოლოს
თითოეულ მოსწავლეზე დაწეროს
მოკლე დახასიათება, სადაც აღწერს:
ა) მოსწავლის ძლიერ მხარეებს,
მოსწავლის წარმატებებს აკადემიური
და სოციალური კუთხით, მის შესაძლო
მონაწილეობას წრეებში, სპორტულ
შეჯიბრებებსა თუ სხვა რაიმე
ღონისძიებებში.
ბ) მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური,
ემოციური და სოციალური
განვითარებისთვის მნიშვნელოვან
საკითხებს, რომელთა
გათვალისწინებაც სასარგებლო
იქნებოდა მოსწავლისათვის.
დამრიგებელი მოიაზრება მოსწავლის
მრჩევლად, რომელიც ეხმარება მას
სკოლაში უკეთ მოღვაწეობაში, ხელს
უწყობს მას საკუთარი მიდრეკილებების
კლუბებსა ან წრეებში განვითარებაში,
ეხმარება მომავალი პროფესიების
არჩევაში, კონფლიქტების
მშვიდობიანად მოგვარებაში და სხვა.
ძირითადად დამრიგებელი აწესრიგებს
თავისი სადამრიგებლო კლასის
მოსწავლეების დოკუმენტაციას. თუმცა,
პატარა სკოლაში შეიძლება ეს ფუნქცია
დირექტორის მოადგილემაც (სასწავლო
ნაწილმაც) შეითავსოს.
დამრიგებელი პასუხისმგებელია მისი
სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების
ყოველდღიური დასწრების აღრიცხვასა
და შემოწმებაზე ამ გეგმით დადგენილი
მოთხოვნების შესაბამისად.

Комментариев нет: